ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“, ევროპის სამგზის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსანი, ევროპის ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ოთარ ერანოსიანი, რომელიც გადავიდა აშშ-ში პროფესიულ კრივში მონაწილეობის მისაღებად, 5 წლის შემდეგ ახალქალაქში შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარეს ნაირი ირიციანს და საკრებულოს სხვა თანამშრომლებს. ოთარ ერანოსიანს 14 მოგება და 0 წაგება აქვს და მალე მსოფლიო ტიტულისთვის იბრძოლებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოთარ ერანოსიანს ახალი გამარჯვებები და ახალი სიმაღლეების დაპყრობა უსურვა.