ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გასული კვირის განმავლობაში გაიმართა მოსმენები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი არასამეწარმეო/არაკომერციული/იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებით, სამომავლოდ უფრო ეფექტური საქმიანობის განსახორციელებლად. დღეს, 04.01.2024 წელს გაიმართა შეხვედრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნაირი ირიციანსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს, მელქონ მაკარიანს შორის, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს სხვა თანამდებობის პირები, გაიოზ ლომსაძე, ედუარდ აღასარიანი , სედა მელკუმიანი და სოღომონ ასლანიანი. შეხვედრაზე განხილული იქნა მოსმენების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები არასამეწარმეო/არაკომერციული/იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებით ამ ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების მიზნით.