„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ფრაქციის სხდომა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ფრაქციის სხდომა

30.03.2023წ. გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა,  სადაც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ჰაკობ ჩახმახჩიანის პირადი განცხადების საფუძველზე განიხილეს მისი გადადგომის საკითხი .
ფრაქციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ჰაკობ ჩახმახჩიანს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვეს მომავალ ცხოვრებაში. თავად ჰაკობ ჩახმახჩიანმა მადლობა გადაუხადა საკრებულოს და ფრაქციის წევრებს, წარმატებები უსურვა ყველა ინიციატივაში, აღნიშნა, რომ რჩება ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრად და რჩება საკრებულოს წევრად. ჰაკობ ჩახმახჩიანმა თანამდებობიდან წასვლა იმით ახსნა, რომ ფიზიკურად არ აქვს დრო, რომ იმუშაოს როგორც ექიმად, ასევე ფრაქციის თავმჯდომარედ.
ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობაზე შემოთავაზებული იქნა საკრებულოს წევრის გია მელიქიძის კანდიტატურა. იგი ერთხმად იქნა არჩეული ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ.
ფრაქციის წევრებმა ახალარჩეულ თავმჯდომარეს, გია მელიქიძეს ნაყოფიერი და ეფექტური მუშაობა უსურვეს.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights