10/03/2023წ. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით ჩატარდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
დღის წესრიგში:
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის განმავითარებელი სათამაშო მოედნების შექმნის შესახებ.
ბიუროს სხდომაზე მონაწილეობა მიიღეს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა, სოცდახმარების განყოფილების უფროსმა, მასმედიის წარმომადგენლებმა, საბავშვო ბაღების გაერთიანების მენეჯერმა, პროექტის ავტორებმა.
აღნიშნული პროექტი წარმოდგენილი იქნა ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ჰაკოპ ჩახმახჩიანის მიერ, რომელმაც დეტალურად წარმოადგინა პროექტის მნიშვნელობა 3-7 წლის ბავშვებისთვის. ასეთი ტიპის მოძრავი თამაშები ავითარებს ბავშვის ორიენტაციას სივრცეში, მოძრაობის კოორდინაციას, ყურადღების კონცენტრაციას, ფიზიკურ აქტივობას, ფერის ამოცნობას, სწრაფ რეაგირებას, მათემატიკურ შესაძლებლობებს, ლოგიკურ აზროვნებას, წარმოსახვას, ასწავლის წესების დაცვას, ასწავლის ზოგადი მოთხოვნების დაცვას, ხელს უწყობს სუნთქვის გააქტიურებას და სისხლის მიმოქცევას, მეტაბოლიზმს, მეხსიერებას, ფანტაზიას, სიჩქარის ცნების გაგებას, სიძლიერეს, გამძლეობას, მოხერხებულობას, გუნდში ადაპტაციას, ბავშვის ლექსიკის გამდიდრებას და ა.შ.
პროექტი მოწონებული იქნა ბიუროს ყველა წევრისა და დამსწრეების მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროექტი გაეგზავნოს მერიას, შესაბამისად შერჩეულ ადგილებში (მაგ. საბავშვო ბაღების ეზოებში, საქალაქო პარკში, სხვადასხვა სათამაშო მოედნებზე და სხვ.) ბავშვებისთვის განმავითარებელი სათამაშო მოედნების მოსაწყობად.










