სტრატეგიის ხედვა:
სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვაა, რომ მაღალმთიან დასახლებებებში ცხოვრება და მუშაობა გახდეს უფრო მიმზიდველი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და სამუშაო ასაკის მოსახლეობისთვის, ამასთანავე, დროთა განმავლობაში შემცირდეს სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობები როგორც მაღალმთიან და არამაღალმთიან მუნიციპალიტეტებს შორის, ისე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებსა და საშუალო ეროვნულ მაჩვენებლებს შორის.
სტრატეგიის მიზნები:
1. მაღალმთიან დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით
2. მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკის სტიმულირებაზე და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება
3. მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
დოკუმენტი ვრცლად იხილეთ ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1WKduZE_RTEmk2MNe6gyb66M5z-o2UX7S?usp=sharing