საკრებულოს ბიუროს სხდომა

საკრებულოს ბიუროს სხდომა

19/07/2023 11:00 საათზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში:
მაწანწალა, უპატრონო ძაღლების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების კოლექტიური წერილის განხილვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ წერილის საფუძველზე განხილვა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, ქრისტინა მარაბიანის გამოსვლით დაიწყო.
მისი კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ პრობლემის გადაჭრის საკუთარი მიდგომები, რომელთაგან უფრო მისაღებია ესტონური მეთოდი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მაწანწალა ძაღლების დასაჭერად და სტერილიზაციისთვის ფულს ყოველწლიურად გამოყოფს. სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა პრობლემა საბოლოოდ მოგვარებული არ არის.
მაგალითად, 2022 წელს მაწანწალა ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის 84 შემთხვევა დაფიქსირდა და მხოლოდ ამ წლის პირველ ნახევარში ეს რიცხვი 74 იყო. ადამიანები სხვადასხვა სახის დაზიანებებს იღებენ და საავადმყოფოში ხვდებიან.
საკითხზე მსჯელობის შედეგად გამოითქვა სხვადასხვა თვალსაზრისი პრობლემის გადაწყვეტის შესახებ, მათ შორის:
· უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფრის მშენებლობა და საკითხის შემდგომი მართვა,
· საკითხის მართვის შემთხვევაში, მოსახლეობის ინფორმირება, რომ ძაღლების პატრონებმა, თუ არ სურთ ლეკვების შენახვა, უნდა აცნობონ მუნიციპალიტეტს, რათა ისინი თავშესაფრებში გადაიყვანონ.
· მოქმედი კანონის მიხედვით, ჯარიმა მჭიდის გარეშე ძაღლების პატრონებისთვის
· შესაძლებელია ესტონური მეთოდის გამოყენებაც
· და სხვა სხვადასხვა მოსაზრებები.
ბიურომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გაეგზავნოს შესაბამისი წერილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის პრობლემის შემდგომი ერთობლივი გადაწყვეტის მიზნით.

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights