07/03/2023 ქალთა საერთაშორისო დღის წინა დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ქალაქ ახალქალაქის #1 საჯარო სკოლისა და სოფელ დილისკის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების საინფორმაციო შეხვედრა თემაზე “გენდერული თანასწორობა” “გენდერული თანასწორობის საბჭოს” თავმჯდომარე ნაირი ირიციანთან და საბჭოს სხვა წევრებთან. მოსწავლეები ბევრ საკითხზე ესაუბრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს. შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო.