ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები და საინფორმაციო ფურცლების ტენდერი

ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები და საინფორმაციო ფურცლების ტენდერი

 

შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება

დოკუმენტების წიგნად აკინძვის, მუყაოს ყდაში ჩასმის და აკინძული წიგნების ხელით დანომვრისთვის

1 წიგნი არამეტი 300 ფურცელი

 

1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

შემსყიდველის მიერ მოთხოვნის საფუძველზე, „დოკუმენტების აკინძვა წიგნად, მუყაოს ყდაში ჩასმა და აკინძული წიგნების ხელით დანომვრა

1 წიგნი არაუმეტეს 300 ფურცელი

 

1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა

ფასების ცხრილი (5) (2) (1)

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა

შემსყიდველი” გაწეული მომსახურების მიღებას მოახდენს ეტაპობრივად ხელშეკრულების დადებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

მომსახურების მიწოდების ადგილია: ახალქალაქი, ჩარენცის 11

 

 ტექნიკური მოთხოვნები

2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

ინფორმაცია პრეტენდენტი პირის მიერ, შესრულებული ანალოგიური მომსახურების გაწევის ორწლიანი გამოცდილება, დანართი № 3–ს მიხედვით; პრეტენდენტმა პირმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (სამუშაოების შესრულების აქტი, ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა, ან/და SPA , NAT, CMR ნომრების აღნიშვნა.

2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები

 

 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი

4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი სხვაობის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარისხის, მასალებისა და მოწყობილობების საბაზრო ღირებულებისაგან მკვეთრი განსხვავების გათვალისწინებით, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა და ამ ფასად სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ექსპერტიზაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილი ფასები რეალურია და აქტუალურია მოცემული პერიოდისთვის. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

 

4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა

მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში

 

 ანგარიშსწორების პირობები

7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები

ანგარიშსწორება განხორციელდება გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის საფუძველზე. ანგარიშსწორება მოხდება შემსყიდველის მიერ მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში

 

7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები

ანგარიშსწორება განხორციელდება გაფორმებული მიღება – ჩაბარების აქტისა წარდგენის საფუძველზე. ანგარიშსწორება მოხდება შემსყიდველის მიერ მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

 ხელშეკრულების პროექტი

8.1 ხელშეკრულების პროექტი

პროექტი წიგნის აკინძვა 2022

 საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია

9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები

როზა იორდანიან, 595486848, akhalkalakitenderi@gmail.com ვაჰან ბათოიან – 599979093

 

 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილ უნდა იყოს დანართის მიხედვით;
სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (დღგ–ს გარდა). ხარჯი, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

 

 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

ოქმი 8-1+

ტენდერის ლინკი – https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge

წინადადებების მიღება მთავრდება06.03.2023 15:00

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights