მუნიციპალიტეტი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს ტრადიციულად შეუერთდა. მსოფლიოში ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ამ თვეს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს და სიმბოლურად მას „ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.
კამპანიის ფარგლებში თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროსა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა, სიმბოლურად, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას დაუჭირეს მხარი.
„ვარდისფერი ოქტომბრი“ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანი ცნობიერების ამაღლება, რისკების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაა.

