








შეხვედრაზე ა(ა)იპ ახალქალაქის სპორტორტული კომპლექსის 8 სპორტსმენს, 3 მწვრთნელსა და ერთ მსაჯს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.
ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს სამველ კაზარიანმა 80 კილოგრამი წონით კატეგორიაში ,არტიუშ გომციანმა 60 კილოგრამ კატეგორიაში ,ასევე არამ ხრიკიანმა 57 კილოგრამ კატეგორიაში.
ახალგაზრდულ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს სამველ კაზარიანმა 80 კილოგრამ კატეგორიაში და გორ აივაზიანმა 57 კილოგრამ კატეგორიაში.
მეორე ადგილი ერგო არმენ გრიგორიანსა და პავლიკ ელოიანს.
მესამე ადგილი დაიკავა არშაკ ელიზბარიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა მწვრთნელებსა და სპორტსმენებს მიმართა : “ყველას მადლობა მინდა გითხრათ წარმატებული თაობის აღზრდისთვის, მომზადებისთვის და მიღწეული წარმატებებისთვის, რომელიშიც დიდი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს არტიომ ელიზბარიანს,ვენედიკ კაზარიანს, გაგიკ ელიზბარიანსა და საუკეთესო მსაჯს- არტიუშ ელიზბარიანს.
ეს დიდი შრომის დამსახურებაა. მინდა გისურვოთ მომავალში უფრო მეტი წარმატება, ჩვენგან ხელშეწყობა კი ყოველთვის გექნებათ. თითოეულის გვერდში დავდგები და ვიამაყებ. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს.” -განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მერის პირველმა მოადგილემ, თეიმურაზ მჭედლიძემ და მერის მეორე მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა და თვითმმართველი ერთეულის სხვა წარმომადგ ნლებმა.