04/03/2024 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგში: 2024 წლის მარტ-აპრილში უკვე შესრულებული სამუშაოების წარმოდგენა და განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა.
აქტივობები ეხება დედის დღეს (3 მარტი), ქალთა საერთაშორისო დღეს (8 მარტი), დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს (21 მარტი) და აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს (2 აპრილი).
მონაწილეთა აზრით, საბჭოს მუშაობა არ უნდა იყოს მხოლოდ ინფორმაციული, დროა გადავიდეთ უფრო კონკრეტულ სამუშაოზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ეხება.
განხილული იქნა ბევრი საინტერესო წინადადება. ვიმედოვნებთ, რომ 2 თვის შემდეგ გვექნება ეფექტური სამუშაოს შესახებ საანგარიშო სხდომა.