ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით

მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, „ახალქალაქის ჰესის“ ჯგუფის მიერ ორგანიზებული სამხატვრო კონკურსში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოება გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილეები დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი ესწრებოდნენ.
კონკურსის ფარგლებში, სოფლების – დილისკის, ორჯისა და კორხის საჯარო სკოლების 24 მოსწავლე დაჯილდოვდა. კონკურსში მონაწილეობა ოთხი სკოლის 257 მოსწავლემ მიიღო. გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში I-V და VI-XII კლასები გამოვლინდა. კონკურსში გამარჯვებული მოზარდების დაჯილდოება სიმბოლურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მოსწავლეებს პრიზები გადაეცათ, კერძოდ, I – V კლასების მოსწავლეებმა კომპანიისგან სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად Samsung 7 light და VI – XII კლასების მოსწავლეებმა Samsung A8 პლანშეტები მიიღეს. კონკურსში მონაწილე 233 მოსწავლეს კი მონაწილეობის სერტიფიკატი გადაეცა.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, „ახალქალაქი ჰესის» ინიციატივით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკას, ორჯისა და კორხის სოფლების ოთხ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „მე და სუფთა გარემო“ ჩატარდა.

🎈 Հունիսի 1-ին Ախալքալաքի ՀԷԿ-ի գեղարվեստական մրցույթի շրջանակներում մրցանակների են արժանացել Դիլիսկայի, Օրջայի և Կորխի դպրոցների 24 աշակերտ։

Երեխաների պաշտպանության միջազգային օրը Ախալքալաքի քաղաքապետարանում տեղի ունեցավ մրցանակաբաշխությունը։ Պարգևատրման արարողությանը հրավիրված էին Սամցխե-Ջավախքի պետական ներկայացուցիչ Բեսիկ Ամիրանաշվիլին,Վրաստանի խորհրդարանի պատգամավոր Սամվել Մանուկյանը
Ախալքալաքի քաղաքապետ Մելքոն Մակարյանը, Սակրեբուլոյի նախագահ Նաիր Իրիցյանը, ՏԻՄ այլ ներկայացուցիչներ, ուսուցիչներ աշակերտներ և այլոք։
I-V դասարանների աշակերտները ստացան Samsung 7 լայթ, իսկ VI-XII դասարանների աշակերտները՝ Samsung A8 պլանշետներ ինչպես նաև վկայականներ։
Ախալքալաքի ՀԷԿ ընկերությունը մասնակցության վկայական է տվել մրցույթին մասնակցող 233 աշակերտի։

გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn

მსგავსი სიახლეები

სიახლეების გამოწერა

დაგვიკავშირდით

ეს ვებ გვერდი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.

2022 (C)

ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

X
Verified by MonsterInsights