24.01.2024წ ახალქალაქში გაიმართა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლების სამუშაო ვიზიტი. შეხვედრაზე განიხილეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განათლების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.