გალა კონცერტში მონაწილეობა მიიღეს “ღამის შოუს ბენდმა” და მომღერალმა მარიამ მამისმედიშვილმა.
კონცერტის ბოლოს, მსმენელთა განწყობაზე მოწვეულმა DJ-მა იზრუნა.
ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ – საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები.



