1 .ახალქალქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – სამუსიკო სკოლებში, „სამხატვრო სკოლაში“ სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:
ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;
ბ) შშმ ბავშვები;
გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);
დ) დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები;
ე) სოციალურად დაუცველ ოჯახთა შვილები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია).
